Saturday, April 8, 2017

მეცხრე დღე

      დღევანდელი დღე გამორჩეულია. მოვისმინეთ და შევაჯამეთ ჩვენი ცხრა დღიანი ტრენინგი. კიდევ ერთხელ  დავრწმუნდი, რამდენად აუცილებელია მასწავლებლისთვის სიახლეების სწავლა და გააზრება იმისა, რომ ასწავლო ,უნდა ისწავლო.
      ყველა მონაწილის პროექტი ზედმიწევნით საინტერესო და  ცოდნის მიმღებია  , მაგრამ განსაკუთრებულად უნდა გამოვყო ქ-ნ სიუზი ფალელიშვილის პროექტი ,, კაი ყმა '' აკაკი წერეთლის  ,,თორნიკე ერისთავსა" და თანამედროვეობაში , რომელიც განხორციელებული ჰქონდა მეშვიდე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებში .  პროექტის მიზანი - იყო ოცდამეერთე საუკუნის  ,,კარგი ყმა" მართლაც, დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მასწავლებელმა  ორ საკმაოდ განსხვავაებული ასაკის მოსწავლეებს ერთად ასწავლო, როგორია ქართველი მე-19 საუკუნეში და როგორი უნდა იყო 21-ე საუკუნეში, ჩემი აზრით, საინტერესოდ აქვს  მოსწავლეებამდე მიტანილი .
  რაც შეეხება, ზოგადად ტრენინგის. უღრმესი  მადლობა მასწავლებელთა სახლს  ამ საინტერესო და დროული საქმიანობის შესწავლისთვის და უზომოდ დიდი მადლობა პოზიტიურ და ნიჭიერ ტრენერს ქ-ნ ქეთევან ცერაძეს საინტერესო ტრენინგისთვის.
  

Sunday, April 2, 2017

მერვე დღე

დღევანდელი დღის დასაწყისში გავიმეორეთ წინა სამუშაო დღეს შესრულებული სამუშაო, კერძოდ, პროექტის სამუშაო გეგმა. დღევანდელი დღეც იყო საინტერესო და მნისვნელოვანი

Saturday, April 1, 2017

მეშვიდე დღე

 პირველ რიგში გავიმეორეთ წინა სამუშაო დღის  საკითხები. ვიმუშავეთ პროექტის სამუშაო გეგმაზე. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია იმ საკითხმა, როგორ უნდა იმუშაო სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებზე. ყურადსაღებია, რომ არცერთი მოსწავლე არ უნდა დაგრჩეს პროექტში მონააწილეობის გარეშე. 
 უამრავი მადლობა  ტრენინგის ავტორს და ტრენერს სასიამოვნო პროგრამის შესწავლისთვის.

Sunday, March 26, 2017

მეექვსე დღე

   საინტერესო და მნიშვნელოვანი დღე იყო. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია შეფასების რუბრიკებიზე მუშაობამ. მადლობა დღევანდელი სასიამოვნო დღისთვის.

Saturday, March 25, 2017

მეხუთე დღე

 შევქმენით მოსწავლის ბლოგი. დავათვალიერეთ ერთმანეთის ბლოგები. შევაფასეთ. სასიამოვნოდ დავიღალეთ. მადლობა ამ პროგრამის შემქმნელებს და ტრენერს  სასიამოვნო დღისთვის.

Sunday, March 12, 2017

ტრენინგის მეორე დღე

    მეორე დღე განსაკუთრებით საინტერესო და წარმატებულია. დღეს განვსაზღვრე რა პროექტზე ვაპირებ მუშაობას და  საარეკლამო ბუკლეტიც გავაკეთე.

   არ ვიცი,  ხმამაღლა უნდა  ვთქვა ეს, თუ არა, მაგრამ კარგად მოტივირებული ბავშვივით ვარ. მიხარია  მუშაობა და  ძალიან კმაყოფილიც ვარ.
  მადლობა, პროგრამის შემქმნელს და ჩვენს არაჩვეულებრივ  ტრენერს!!

Saturday, March 11, 2017

ტრენინგის პირველო დღე

     ტრენინგის პირველი დღე ,ხშირ შემთხვევაში, გიტოვებს დაუკმაყოფილებლობის გრძნობას. საბედნიერეოდ, დღევანდელი დღე ჩემთვის არის  ბევრისმომცემი.   განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია  XXI უნარ-ჩვევებმა.
  მადლობა თქვენ, დღევანდელი დღისთვის და ხვალინდელი სასიამოვნო  დღის მოლოდინისთვის!